,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ვიოლა ფონ კრამონის, ნიკა გვარამიასთან არშეშვებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ევროპარლამენტარი ”არსად არ არის შესაშვები”.

,,ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა  ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მე მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მსგავსი თემები