ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია.

ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებსაც მომავალში შესაძლოა რუსეთის აგრესია დაემუქროთ.

ცნობისთვის, ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

მსგავსი თემები