,,როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს, ასეთი ფრაზები გაგეპარება” – კობახიძე USAID-ზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს ეხმიანება, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე.

კობახიძის თქმით, ,,როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“.

„რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღესავით ნათელია – როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს ,ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი NGO-ა, მაგრამ ვიცით მისი რეპუტაცია, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში წერია, რომ ,,საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა,  რაც უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, როგორიც არის კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება”.

მსგავსი თემები