,,სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!”- ზარქუა არახამიაზე

,,არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?! – ასე ეხამიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა , უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებას.

ზარქუას თქმით, არახამიას განცხადებები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ.

„არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო.  ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის!

ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული – რა დროს საქართველოს თემებია!“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

,,ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”- დავით არახამია – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები