გორში ვითარება დაძაბულია – ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ

ხმაურია დილიდან გორში – როგორც ადგილობრივები იუწყებიან, კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ორსულ ქალსა და მის ხანდაზმულ ოჯახის წევრს ძალის გამოყენებით ასახლებენ.

არსებული ინფორმაციით, ოჯახს თანხას კერძო მევახშე ედავება, რომელიც მათი მეზობელია.

ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ადგილზე იმყოფება სასწრაფოც, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.

მსგავსი თემები