,,დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!”- ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს განხადებაზე

,,რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! – დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!”- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

,,დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი”- აღნიშნავს ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, ადგილი აქვს ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობას.

,,ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარესებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! – არის ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ე.წ. მოსმენების კანონის მიღებით აშშ-ის საელჩო უკმაყოფილოა – (mcm.ge)

მსგავსი თემები