,,დავით არახამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,დავით არახამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას ემსახურება.

„არახამიას ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას, საერთაშორისო სასანქციო სისტემის დაზიანებას და მიზნად ისახავს ძალიან ბინძურ მიზანს საქართველოს შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არის ამ ინდივიდის საქმიანობა. დავით არახამიას ბექგრაუნდი დღესაც კი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია, რადგან ღია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებასა და გაფლანგვაზე, ერთ-ერთი ფიგურანტია საქმეში – 22 საგზაო კონტეინერი, 329 რკინიგზის ვაგონი და 220 ტრაილერის გაქრობა ზაპოროჟიისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება. ამიტომ, არახამიას რისგან უნდა თავის დაძვრება, ეს ცალკე საკითხია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

,,ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”- დავით არახამია – (mcm.ge)

მსგავსი თემები