„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა”- ანა ბუჩუკური

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი სუბიექტი,  მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ე.წ.მოსმენების კანონის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება არ გაკვირვებია.

,,ამ კანონთან დაკავშირებით, გარდა ოპოზიციისა, იყო დიდი წინააღმდეგობა არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ვენეციის კომოსიის დასკვნაც ვიხილეთ, ეს ის პირველი შემთხვევა იყო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო გამოიყენა, სამწუხაროდ, ვეტო დაძლია “ქართულმა ოცნებამ” და ვიხილეთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ- ის საელჩოს ოფიციალური განცხადებაც. “ქართული ოცნება” თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში “ქართული ოცნების” გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი სუბიექტი, მათ შორის, პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული,”- აღნიშნა ბუჩუკურმა.

ე.წ. მოსმენების კანონის მიღებით აშშ-ის საელჩო უკმაყოფილოა – (mcm.ge)

მსგავსი თემები