ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთს შეზღუდავენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე,  შენგენის ვიზებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლას შეზღუდავენ. აღნიშული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს უკავშირდება.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, გადაწყვეტილებებს ეროვნული მთავრობები ეროვნული პროცედურების შესაბამისად მიიღებენ.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე (გარკვეული გამონაკლისის გარდა), რომლებსაც აქვთ ევროკავშირის შენგენის ვიზა“, – აცხადებს მინისტრი.

 

მსგავსი თემები