ე.წ. მოსმენების კანონის მიღებით აშშ-ის საელჩო უკმაყოფილოა

საქართველოს პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ის საელჩო ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კანონი არ პასუხობს გამოწვევებს.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები