„რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები. “რეფერენდუმები” რუსებმა ყველგან გადადეს “უსაფრთხოების” გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს“ – წერს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები