„არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს“ – პუტინი დასავლეთს ემუქრება  

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ემუქრება, რომ ენერგორესურსების მიწოდების შეუწყვეტს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

„არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს და არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენთვის რაიმეს დაწესებას, მაშინ, ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია – „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – ასეთის პუტინის გზავნილი.

 

მსგავსი თემები