ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარს კეტავენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სახმელეთო საზღვრით რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ.

არსებული ინფორმაციით აკრძალვა მოქმედი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ და  გამონაკლისი იქნება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები და დიპლომატები.

სამივე ქვეყანა აკრძალვებს ერთდროულად, სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან აამოქმედებს.

 

 

მსგავსი თემები