,,არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს – არაფერს არ მივაწოდებთ”- პუტინი დასავლეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესების შემთხვევაში, დასავლეთისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვა გამოიწვევს გლობალური ფასების ზრდას და ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებს.

„მიიღება პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს? დიახ, ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ მათ! და საერთოდ, ჩვენ არაფერს მივაწოდებთ…  არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს, არც მაზუთს – არაფერს არ მივაწოდებთ და ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი“! – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები