,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია”- ნინო ლომჯარია

,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია,”- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს.

მისივე თქმით, კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის,  თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი რუსულ კლუბში თამაშობს თუ ევროპულში.

,,სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,  რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი თამაშობს რუსულ კლუბში თუ ევროპულ კლუბში.
იგივე ეხება ქვეყანასაც და შესაბამისად,  კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია.

წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!”- წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები