პოლიციამ დააკავა 45  წლის კაცი, რომელიც ნარკოტიკებს პირდაპირ მაღაზიიდან ყიდდა

სამართალდამცავებმა დააკავეს 45  წლის კაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ვაგზლის მოედანზე ნარკოტიკებს პირდაპირ მაღაზიიდან ყიდდა.

პოლიციამ ბრალდებული მობილური ტელეფონების ჯიხურიდან აიყვანა, სადაც სავარაუდო ნარკორელიზატორი მუშაობდა.

ვაგზლის მოედანზე მომუშავე ადამიანები დაკავებულის ნარკორალიზატორობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დაკავებული პირი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

მსგავსი თემები