,,არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ”- პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომზე

„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდა საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები