ევროკომისიამ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა დაამტკიცა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენის ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა დაამტკიცა.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა.

,,რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა”, – წერს  ურსულა ფონ დერ ლეიენი.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები