გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სპეცოპერაცია გორში – სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დააკავეს შუახნის კაცი, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

მეორე დაკავებული კი,  წმინდა წყლის ტერიტორიაზე დააკავეს, სამართალდამცველებმა დაკავებული უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

,,შიდაქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართვეკლლოს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებული იქნა რამდენიმე რეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ინფორმაცას განცხადებას და ფარულ ჩანაწერბს პრესსამსახური გაავრცელებს”, – განაცხადა  შსს-ს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები