,,რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ, შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს”- თეთრი სახლი

,,აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს,” – ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარინ ჟან-პიერ თქმით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჩვენ შესაძლებლობას უკრაინის დახმარების კუთხით მოლაპარაკების მაგიდასთან

„ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობის ჰუმანიტარულ და კომერციულ მოთამაშეებს პრობლემა შეუქმნას საკვების ექსპორტში, გლობალური საკვების კრიზისის შემსუბუქებაში და ძირი გამოუთხაროს შავი ზღვის საპორტო შეთანხმებას, რომელმაც უკვე უზრუნველყო მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული საკვების ექსპორტით მსოფლიოსთვის მიწოდება, მათ შორის აფრიკისთვის. ეს ასევე გააუფასურებს ჩვენ უპრეცედენტო პირობას, რომელიც იყო ეფექტური პუტინის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჩვენ შესაძლებლობას უკრაინის დახმარების კუთხით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები