,,პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობთ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას”- ჯოზეფ ბორელი

,,პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობთ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი.

„ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიდანაც. როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელს პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები