რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლა შეიზღუდება

რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროპაში ტურისტულად მიემგზავრებიან, ვიზების გაცემა შეიზღუდება. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, მათი მოლოდინია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, რომელიც, გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს.

„რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში იოლად შესვლა არ უნდა შეეძლოთ“, – ასეთია საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისრის – ივა იოჰანსონის პოზიცია.

ოფიციალურად გამოქვეყნებული ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. ასევე,  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს. ასევე, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა.

მსგავსი თემები