მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

მაშველებმა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე რკინის ჯიხურის ქვეშ მოყოლილი ლეკვი უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

მაშველებმა ჯერ კიდევ თვალაუხელელი ლეკვი დედა ძაღლთან დააბრუნეს, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

 

მსგავსი თემები