,,სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ – მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?”- არჩილ თალაკვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობას“

„როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული,  პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში ხალხს სხვა რამეს უყვებოდით, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ – მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს პლენარულ სხდომაზე.

 „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვადანაშაულებს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში. მეგობრებო, როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული, როდესაც პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, როდესაც ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში სხვა რამეს უყვებოდით ხალხს, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ, მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს? ამას თქვენ აკეთებდით და ჩვენზე როგორ გიბრუნდებათ ენა, რომ გვადანაშაულებთ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი თემები