,,ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა – გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს”- ირაკლი ზარქუა

,,ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო,  სიდედრი ამის გამო ერთი კვირა არ მიშვებდა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის ,,მასხარა” გახდა.

„ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს ე.ი. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეს რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 1970-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. სიდედრი ამის გამო ერთი კვირა არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს. ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები