,,წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია – შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა”- ხაბეიშვილი კობახიძეზე

,,შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს,”- ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მოიხსენია.

ხაბეიშვილის თქმით, მას ესმის ირაკლი კობახიძის.

,,წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს.  მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს. მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა. წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ შეუმდგარი რუსი ოლიგარქის მოურავი, რაღაცებს ლაპარაკობს და ამბობს, უიმე დედა, თურმე პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ როგორი სატანისტები ვართ ამასობაში, თქვენივე თანაგუნდელი გადანაშაულებთ, რომ კელიებში მამაოებს უსმენთ, მეუფეებს და მათ პირად ცხოვრებას და ეს კაცი ლაპარაკობს მერე მამაოზე, ეკლესიაზე, პატრიარქის სიყვარულზე. ცოტა არ იყოს და სიგიჟეა,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები