,,საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა”- ხატია დეკანოიძე

,,მოგმართავთ ასე – ძვირფასო, რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, საპარლამენტო საარჩევნო კამპანია იყო პროევროპული, 2020-ის საპარლამენტო კამპანიის შემდეგ თქვენ გახდით პრორუსული, ამიტომ ნებისმიერი ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული,” – ამ სიტყვებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

დეკანოიძის თქმით, „საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ გავიწყდებათ, რომ არ ხართ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პანელურ დისკუსიაზე იმიტომ არ მოხვედით, რომ კონფერენციას „სლავა უკრაინე“ ერქვა. ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილებების, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა და ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება და ამ დარბაზში მსხდომმა უმრავლესობამ და მათმა ლიდერებმა საქართველოს საერთაშორისო ყველა პარტნიორი – აშშ-ის ელჩი, ევროკავშირს ახალი ელჩი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი და ა.შ., რომელიც იმ დისკუსიაში მონაწილეობდა, თქვენ გამოაცხადეთ მთავარ მტრებად. ეს არის ზუსტად თქვენი პოლიტიკა, როდესაც აქ რაღაც ფარსად გვესაუბრებით 12 პუნქტის შესრულებაზე.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენ დაშალეთ ასოცირებული „ტრიო“ მოლდოვასთან და უკრაინასთან და აღარ წახვედით. ზუსტად ღარიბაშვილის, ივანიშვილის და თქვენი დამსახურებაა, რომ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი და ყველაზე დიდი რადიკალური ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა მაშინ, როდესაც დაუპირისპირდა საკუთარ სამშობლოს, საკუთარ მოქალაქეებს. ყველას გავიწყდებათ საბოლოოდ თქვენ დაგერქვათ პრორუსული ორიენტაციის პარტია.

აქ ერთ-ერთმა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვმართა „დესტრუქციული ოპოზიცია“ ხართო, მე მოგმართავთ ასე – ძვირფასო, რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, საპარლამენტო საარჩევნო კამპანია იყო პროევროპული, 2020-ის საპარლამენტო კამპანიის შემდეგ თქვენ გახდით პრორუსული, ამიტომ ნებისმიერი ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული და ეს ლეგიტიმაცია არის ზუსტად იმის წყარო, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობთ იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მილიონები როგორ დაიცვათ. გილოცავთ! ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდა მეორედ და დასანქცირდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები