,,რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს”- ირაკლი კობახიძე

,,ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძს თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში.

„სპორტის თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა. აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში. ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად. „ნაციონალებმა“ სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ, ყველას გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, რომელმაც 2 ოლიმპიადა მოიგო და განსაკუთრებული სიამაყის საგანია. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა „ნაციონალების“ ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს.

ეს ადამიანები არიან პოლარიზებულ არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლობასთან, ეკლესიასთან, ხალხთან და სპორტსმენებთან, ყველაფერ წმინდასთან რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება ან განასახიერებს. ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და მისი სიყვარული არ გამოძრავებთ, ეს ცხადზე უცხადესია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები