რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას დააკვირდება – პუტინის ახალი ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება, აღნიშნულ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ – აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

მსგავსი თემები