უკრაინის ზარალი, ამ ეტაპისთვის 326 მილიარდი დოლარია

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პირდაპირი ზარალი, რაც უკრაინამ რუსეთის ომის გამო მიიღო და რაც უკვე დათვლილია 326 მილიარდი დოლარია.

ინფორმაციას ქვეყნის პრემიერი ადასტურებს.

„მსოფლიო ბანკთან ერთად, რეგიონული განვითარების სამინისტროს დადასტურებული აქვს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი 326 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს არის პირდაპირი ზარალი, რომელიც დღეისთვის უკვე დათვლილია” – აღნიშნავს დენის შმიგალი.

 

მსგავსი თემები