„ერთმანეთის ციხეში ჩასმა არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, გამოსავალი არ არის“ – ლინკევიჩუსი   

საქართველოში მყოფმა ლიეტუვას ყოფილმა საგარეო მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ, პოლიტიკურ ვითარებაზე უკრაინის მხარდმაჭერ აქციაზე ისაუბრა. როგორც ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, გამოსავალი არ არის.

„ზოგადად ვიტყვი 12 პუნქტზე, ყველა საუბრობს ამ 12 პუნქტზე.  ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის – ვიცი, რომ სათქმელად მარტივია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს.  ვიცით იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის. არ უნდა დავხარჯოთ დრო და პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად, უნდა იფიქრონ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესზე“ – აღნიშნა დიპლომატმა.

მსგავსი თემები