„ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ“ – ევროკავშირის ახალი ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ევროკავშირის წარმომადგენლობა პაველ ჰერჩინსკის ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს.

“საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.

ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა” – აღნიშნულია მიმართვაში.

დღესვე,  პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონია კი ორბელიანების სასახლეში გამართა.

მსგავსი თემები