ორიგინალური მოფიქრება – თექის მწერების საკლავი

სამეგრელოში მცხოვრებმა, მწერებისგან შეწუხებულმა ერთ-ერთმა დიასახლისმა ორიგინალური მწერების საკლავი შექმნა. დიზაინიც თავად მოიფიქრა და პრობლემაც მოაგვარა.

მწერების საკლავი თექისაა, რომელსაც ბამბუკის სახელური აქვს. როგორც დიასახლისი ამბობს, ამგვარად მწერები არ კვდებიან.

„თექა იმიტომ მოვიფიქრე, რომ რბილია და ბუზებს არ კლავს, უბრალოდ, ფრენა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ბაზარზე არსებული საკლავი იმდენად მყარი მასისგანაა გაკეთებული, მწერები იჭყლიტება. ასე უფრო მარტივია პრობლემის მოგვარება. საკლავს რომ მოვიქნევ, ბუზი თუ კოღო არ კვდება“ – გვითხრა “გამომგონებელმა“.

მსგავსი თემები