,,დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს”- ვიოლა ფონ კრამონი

,,დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს.

,,საქართველოში ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს. ეს ეხება მედიის თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, მედიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა აქტივისტებს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და კიდევ სხვა საკითხებს. ამას ემატება ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც ძალიან მდიდარია და რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას. ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. როდესაც გყავს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი როგორიც თუნდაც ბიძინა ივანიშვილია და როდესაც ის მთელს სტრუქტურაზე ახდენს გავლენს, კარგი არ არის. ვფიქრობ, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში. სწორედ ამ მიზეზით ეს საკითხი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი პირობად არის დასახელებული.” განაცხადა კრამონმა.

მსგავსი თემები