ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 8 პირი დაშავდა.

რუსული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი თანამშრომელია.

„5 სექტემბერს, ქაბულის დროით 10:50 საათზე, ქაბულში, რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან, უცნობმა მებრძოლმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი. დაშავებულები არიან ავღანეთის მოქალაქეებს შორისაც“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ავღანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან და დასძინა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებულმა დაცვამ მოკლა.

მსგავსი თემები