„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, მთავრობამ  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრზე კვლავ უარი უთხრა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. შევხვდი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარ გიორგი ჩალაძეს, რათა პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მათი სიმამაცითა და შემართებით“, – წერს ფოტიგა.

მსგავსი თემები