„თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, უნდა იმუშაონ ევროკავშირის შეთავაზებულ ყველა პუნქტზე” – დევიდ კრამერი

,,ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული თორმეტივე პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე, საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას”- ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

კრამერის თქმით, თუ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე.

„თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ – ეს არის საქართველოს ინტერესში, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესში, ევროკავშირის ინტერესში და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა კრამერმა.

მსგავსი თემები