,,თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ” – ზელენსკი

,,სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის – ისეთს, რომ ამ ომში ჩართულთაგან ვერც ერთმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ.

,,სტუმართმოყვარეობით„დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადავუხადე მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური დახმარება. განვიხილეთ სანქცირების ახალი ნაბიჯები. კერძოდ, მიმაჩნია, რომ სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის – ისეთს, რომ ამ ომში ჩართულთაგან ვერც ერთმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით. თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის. და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა უბიძგოს რუსებს მოქმედებისკენ – მოქმედებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც დაიწყო ეს ომი. სხვათა შორის, იგივეა, რაც გაზის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადის“ კავშირების შენარჩუნება იქნებოდა პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, კატასტროფაში გადაიზარდოს. ზუსტად ასე მოხდა. სავიზო პოლიტიკა აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები