„იმედი მაქვს, ბორისის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება“ – ზელენსკი ბრიტანეთზე

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის გზას გაჰყვება უკრაინასთან მიმართებაში და ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ქალი იქნება თუ კაცი, სულ ერთია. მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს.

„რამდენიმე დღეში დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. მოხარული ვიქნები, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბო ახალ პრემიერთან. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ნებისმიერ ბრიტანელ პრემიერ-მინისტრთან, მამაკაცთან, თუ ქალთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ბორისის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნებული იქნება“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები