მიკოლაევის დაბომბვას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მორიგ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.

როგორც მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„მიკოლაევის რაიონში, მტრული ქმედებების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამწუხაროდ, არის დაღუპულიც – 8 წლის ბავშვი. ყველა დაზარალებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდებათ საჭირო დახმარება“ – აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მიკოლევის კლინიკაში 579 დაშავებული იმყოფება.

რუსეთი მორიგი შეტევის შედეგად, მიკოლაევში სამოქალაქო ობიექტებიც დაზიანდა.

მსგავსი თემები