ტრამპი ბაიდენს სახელმწიფოს მტერს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპირისპირდება და სახელმწიფოს მტერს უწოდებს.

აღნიშული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს მის წინააღმდეგ ფარულ მაქინაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისთვის ფედერალების მიგზავნის უკან სწორედ ბაიდენი დგას.

აქციაზე, სადაც ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, ყოფილმა პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ მას არჩევნები მოპარეს და ბაიდენის შვილის სკანდალიც გაიხსენა.

მსგავსი თემები