„პუტინი მზად არ არის, ომი დაასრულოს“ – ჯონ კიბრი

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კიბრი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე  რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრობს. როგორც ჯონ კიბრი აცხადებს, ამ ეტაპისთვის, არანაირი საფუძველი არ ჩანს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს.

„პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს  იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები… პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ ის დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება”- აღნიშნა მან ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები