რუსეთი აშშ-ისგან 56 ვიზას ითხოვს

რუსეთის ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს 56 ვიზას სთხოვს. ვიზები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და დელეგაციის სხვა წევრებისთვისაა მოთხოვნილი, რომლებსაც ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე გამგზავრება სურთ.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წერილი რუსეთის ფედერაციამ გაერო-ს გენერალურ მდივნს – ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.

 

მსგავსი თემები