ხმაურიანი მანქანით გადაადგილება დასჯადი ხდება

შსს სატრანსპორტო საშუალებებზე სანქციებს ამკაცრებს. კანონპროექტი უკვე მზადაა და საკანონმდებლო ორგანოს შეკრებას ელოდება. თუ  სატრანსპორტო საშუალების ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი  შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

ასევე, იზრდება სანქცია სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენებასა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენებაზე. ჯარიმა 2 000 ლარი იქნება. ქმედების განმეორებით ჩადენა კი 2 500 ლარით დაჯარიმდება.

 

მსგავსი თემები