უკრაინელებმა რუსული ცოცხალი ძალა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმავალი რუსების ცოცხალი ძალა გაანადგურეს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსული  სატვირთო მანქანების კოლონა, რომელთაგან ერთი დაღუპულთა ცხედრებით იყო სავსე, ბერდიანსკისკენ მიემართებოდა, სადაც კრემატორიუმი იყო განთავსებული.

უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ მათ მოიგერიეს თავდასხმები ბახმუტსკოეს, კოდემას, ზაიცევოს, ავდეევკას, მარინკასა და ვრემოვკას მიმართულებით.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა 40-ზე მეტი გაფრენა განახორციელა, რომლის დროსაც განადგურდა მტრის რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი.

მსგავსი თემები