პრეზიდენტი ერთსიტყვიანი გზავნილების ტრენდს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება მსოფლიო ლიდერების ერთგვარ კამპანიას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება.

სოციალურ ქსელებში ლიდერები მხოლოდ ერთ სიტყვას წერენ და ამით ერთგვარ ტრენდს ქმნიან.

„დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. რაც შეეხება სხვა ლიდერებს,  ჯო ბაიდენის გზავნილია „დემოკრატია“; უკრაინის პრეზიდენტის – „თავისუფლება“; „ნასა“ – „სამყარო“; „ვაშინგტონ პოსტი“ – „ნიუსი“.

მსგავსი თემები