აფეთქების შედეგად დაშავებული დედისა და ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში. ე.წ. ბენდუქიძის  საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედისა და ჩვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმე რჩება. ჩვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა  კლინიკაშია მოთავსებული და ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

30 წლის დედა კი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რეანიმატოლოგის განცხადებით, ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა და კრიტიკულად მძიმეა.

„მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მას სხეულის სხეულის უნივერსალური დამწვრობა აქვს  მეორე და მესამე ხარისხის, ასევე,  სასუნთქი თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,” – განმარტავს რეანიმატოლოგი გიორგი ბენიძე.

დიდ დიღომში შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

მსგავსი თემები