,,რუსების 80 პროცენტი მხარს უჭერს ომს – აუცილებელია სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის“- დენის შმიგალი

,,ჩვენთვის აუტანელია იმის ყურება, რომ ზოგიერთი რუსი აქ ხალხს კლავს, აუპატიურებს, მეორე ნაწილი კი, მშვენივრად ცხოვრობს დასავლეთში, მიდის სამოგზაუროდ, დოლჩე ვიტა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის.

„სამწუხაროდ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის. 200 000 რუსი სამხედრო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მათი ოჯახებიც კი არაფერს ამბობენ საწინააღმდეგოს. რუსეთის მოსახლეობა, საერთო ჯამში, მხარს უჭერს ამ ომს. რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები