,,ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ძალადობაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, 16 ივლისს მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შალვა ბედოიძე იყო და გოგაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა.

,,გამთენიამდე იყო ჩემს ოჯახში. შალვა ბედოიძეს  მე ძალიან კარგად ვიცნობ, მისი ამოცნობა არ გამიჭირდება. ნიღაბი ეკეთა – შეიძლება ცხვირი, ტუჩი დამალო, მაგრამ თვალებს ვერ დამალავ. მე სპეცოპერაციის დროს მათ ვუყვიროდი: თვალებით ამოგიცნობთქო. ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც.

ტელეფონზე ესაუბრებოდა და ალბათ, ვახტანგ გომელაურს ესაუბრებოდა. ის დაბალი პოზიციის თანამშრომელს ხომ არ დაურეკავდა და ხომ არ მოახსენებდა, როგორი “წარმატებული” სპეცოპერაცია ჩაატარეს მათ.

სამართლიანი სასამართლო და გამოძიება რომ არსებობდეს, წესით მათ დროებით უნდა შეუჩერდეთ უფლება-მოსილება, რადგან შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალონ, თუმცა დღეს მე ამის მოლოდინი არ მაქვს” –  განაცხადა მარტყოფიშვილმა.

მსგავსი თემები