,,პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან”- პაატა მანჯგალაძე

,,პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებული არაა, რომ ელჩების დანიშვნის თაობაზე არსებულ დავაზე, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.

„პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან. ეს დავა მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებები არ აქვს ელჩების დანიშვნისას. პრეზიდენტს შეუძლია, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს და გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მიიღოს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები